როგორც მოგეხსენებათ “ბარსელონას” ყოფილი სპორტის დირექტორი ჩიკი ბეგერისტაინი, რომელმაც კატალონიურ კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა ახლა “ჩელსის” ემსახურება. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ The Telegraph–მა “ბარსას” მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას მომავალი წლიდან ლონდონურ კლუბში გადასვლა უწინასწარმეტყველა. სულ რამდენიმე დღის წინ “ლურჯებმა” გუნდიდან გაუშვეს კარლო ანჩელოტის დამხმარე მწვრთნელი რეი ვილკინსი. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ იტალიელ სპეციალისტს “ჩელსიში” არაფერი გამოსდის (რამდენიმე წუთის წინ ლონდონელებმა “ნიუკასლთან” ფრედ ითამაშეს და ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდნენ) და სავარაუდოდ სეზონის ბოლოს დატოვებს პოსტს; ჩიკი ბეგერისტაინი კი ყველაფერს იზამს, რათა მის ადგილას გვარდიოლა მიიყვანოს.

The Telegraph: სეზონის დასრულების შემდეგ გვარდიოლა “ჩელსის” გაწვრთნის
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.