”ელ კლასიკოს” წინ ესპანელმა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, რომ გამოეძახათ რვაფეხა პაულის სული, რათა მას ეწინასწარმეტყველა ”კლასიკოს” შედეგი.
რვაფეხა პაულმა სახელი გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაითქვა. მან შეძლო და ზუსტად გამოიცნო გერმანიის და ესპანეთის ნაკრებების შედეგები. სამწუხაროდ პაული უკვე გარდაიცვალა, მაგრამ გადაცემა ”Buenafuente” -ს წამყვანებმა გამოიყენეს პაულის სული, რომელიც ”სპეციალურ ყუთში” ინახება. საბოლოო ჯამში რვაფეხამ ხოსეპ გვარდიოლას გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
აქვე გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს
[media=http://www.youtube.com/watch?v=IMyFCbMJpFc]
