workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: “ამ თამაშის გამო, მთელი მსოფლიო უნდა გაჩერდეს”

მასკერანო: “ამ თამაშის გამო, მთელი მსოფლიო უნდა გაჩერდეს”

ჩავიერ მასკერანომ, ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი პატივია ასეთი დონის მატჩში მონაწილეობის მიღება, და მისი აზრით, ამ თამაშისთვის მთელი მსოფლიო უნდა გაჩერდეს. “ბარსას” ნახევარმცველს სჯერა, რომ ამ თამაშში ორივე გუნდი ფავორიტია.

“მთელი მსოფლიო უნდა გაჩერდეს ამ თამაშის გამო, და მე მიხარია, რომ ვიღებ ასეთი დონის მატჩში მონაწილეობას”– განაცხადა არგენტინელმა ვარჯიშის შემდგომ პრესკონფერენციაზე. “მე არ ვიცი წელს  კიდევ თუ ჩატარდება მსგავსი მატჩი სადმე, მაგრამ მე ვიცი, რომ არ შეიძლება ამ თამაშში შევრცხვეთ, რადგან ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს.”

როგორც იცით, მასკერანოს ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღების დიდი გამოცდილება არ გააჩნია, ამიტომ იგი ფიქრობს, რომ ამ თამაშში მაინც რაღაც განსაკუთრებულია: “მე, როდესაც ინგლისში ვთამაშობდი, ასეთი დონის მატჩებით ნამდვილად არ ვიყავი განებივრებული, ეს არის რაღაც განსაკუთრებული, უფრო სხვანაირი, როდესაც ასეთი ორი გრანდის მატჩში მიიღებ მონაწილეობას. “ნოუ კამპზე” თამაში ჩვენს ფანებთან, ჩვენ ხალხთან ერთად ძალას მოგვმატებს, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ისეთ გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის.”

არგენტინელმა ასევე შეაქო მადრიდის “რეალიც”: “შემთხვევითი არ არის ის, რომ მადრიდის “რეალი” ახლა ლიგას სათავეში უდგას. ეს არის არაჩვეულებრივი გუნდი, არაჩვეულებრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.” მან ასევე ისაუბრა მესისა და რონალდოს დუელზე: “ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ორივე მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ განსხვავებაა ერთი რამაა, მესი უფრო ახალგაზრდაა. მე მას კარგად ვიცნობ, მასთან ერთად ვვარჯიშობ  და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა. მე შემიძლია იმ ადამიანებსაც გავუგო, ვინც თვლის, რომ პორტუგალიელი მესიზე უკეთესია.”

მაშერანო “ბარსას” სტილს ნელ-ნელა ეგუება, რაც ძალიან კარგია მისთვის: “მე დღითიდღე თავს უკეთესად ვგრძნობ, უფრო კომფორტულად, ვიდრე ადრე. არასოდეს მითამაშია 4-3-3 ტაქტიკით, ასე რომ, ცოტა მიჭირს შეგუება, მაგრამ ყველა თანაგუნდელი და მწვრთნელი  მეხმარება, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.”

ჩავიერ მასკერანომ ასევე ისაუბრა “ბარსას” თამაშის სტილზე და აღნიშნა, რომ ისინი ყველასაგან განსხვავებულად თამაშობენ: “ეს გუნდი ყველასაგან განსხვავებულია, ისინი თამაშობენ არაჩვეულებრივად ერთმანეთს უგებენ თამაშის დროს კარგად ეწყობიან, ეს არის ჩემთვის პირველი გუნდი რომელიც ასეთი სტილით თამაშობს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში