ძალიან რთულია ოთხი თამაშიდან ყველას მოგება, მაგრამ ასეთი მიღწევა მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. ასევე საოცარია გვარდიოლას გუნდის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა. 11 გატანილი გოლი და მხოლოდ 2 ბურთი მიღებული საკუთარ კარში. მოდით, თვალი გადავავლოთ იმ ოთხ ”კლასიკოს”, რომელიც გვარდიოლას მწვრთნელობის დროს გაიმართა:
13 დეკემბერი, 2008 (2-0) გვარდიოლას პირველი კლასიკო და გამარჯვება. ანგარიში 82 წუთზე ეტოომ გახსნა, ხოლო მესიმ უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა. თამაშის დასრულების შემდეგ ”ბარსელონამ” 12 ქულით გაუსწრო კონკურენტს.
2 მაისი, 2009 (2-6) ერთ-ერთი ყველაზე ბრწინვალე გამარჯვება კლუბის ისტორიაში. ”სანტიაგო ბერნაბეუ” თავზარდაცემული ჩანდა საკუთარ კარში მიღებული 6 გოლის გამო. თამაშის დასრულების შემდეგ ”ბარსელონამ” 4 ქულით გაუსწრო ”რეალს”. ანრისა და მესის დუბლებმა, პუიოლის თავურმა დარტყმამ და პიკეს გოლმა ის ღამე მადრიდელებისთვის დაუვიწარ კოშმარად აქცია. ამ თამაშმა ასევე გადაწყვიტა ლიგის ჩემპიონის ვინაობა.
29 ნოემბერი, 2009 (1-0) გვარდიოლას მენეჯერობის პერიოდში გამართული ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში ”მადრიდის” წინააღმდეგ. თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში მოედნიდან გააძევეს ბუსკეტსი, მაგრამ იბრაჰიმოვიჩმა მოახერხა გოლის გატანა. შესუსტებული დავცის მიუხედავად, ”ბარსელონამ” შეძლო გამარჯვება. ამ დღეს აღინიშნა კლუბის დაარსების 110 წლისთავი.
10 აპრილი, 2010 (0-2) თითო ტაიმში თითო გოლი პედროსა და მესის შესრულებით. ეს ნიშნავდა, რომ ”ბარსელონამ” ”მადრიდს” გადაასწრო ქულების რაოდენობით. ”ბარსელონას” გეზი ჰქონდა აღებული ლიგის ჩემპიონის ტიტულის მეორედ აღებისკენ, ამავდროულად მოიპოვა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება უდიდეს კონკურენტზე.


