workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი:”კარგად ვითამაშეთ”

ჩავი:”კარგად ვითამაშეთ”

კატალონიის “ბარსელონასა” ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, ისაუბრა გუშინდელ თამაშზე, რომელიც იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მეხუთე ტურის მატჩი. ამ შეხვედრაში, საბერძნეთის “პანათინაიკოსმა” “ბარსელონას” უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
ესპანელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ გუნდმა იბრძოლა მოგებისათვის და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

“მთელმა გუნდა ითამაშა ძალიან კარგად. საბერძნეთის პირობებში ჩვენ თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდით, მაგრამ ეს არ იყო იდეალური მდგომარეობა.”-განაცხადა ერნანდესმა.

ასევე 30 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა “მადრიდის რეალთან შეხვედრის თემაზეც, რომელიც ორშაბათს, ჩვენი დროით 23:55 წუთზე გაიმართება. “ამ თამაშში ჩვენ გუნდს აქვს გარკვეული უპირატესობა. ჩვენ ვთამაშობთ საკუთარ კედლებში, “კამპ ნოუზე”. ფეხბურთელები არიან ძალიან კარგ ფორმაში და დიდი სურვილი გვაქვს გამარჯვების.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში