“ბარსელონამ” ოფიციალური ფოტოსესია გამართა

“ბარსელონამ” ოფიციალური ფოტოსესია გამართა

დღეს, კატალონიის “ბარსელონას” პირველი გუნდის ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა.

დღეს დილით, ვარჯიშის დაწყებამდე “ბარსელონას ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა “ტიტო ვილანოვას სახელობის სავარჯიშო ბაზაზე” შეიკრიბა და 2015/16 წლების სეზონის პირველი ოფიციალური ფოტო გადაიღო.

თავდაპირველად, ფეხბურთელები ფოტოსესიაზე ოფიციალურ სამოსში გამოწყობილნი წარსდგნენ, ხოლო შემდეგ “ლურჯ–ბროწეულისფერი” ფორმები მოირგეს.

“ბარსელონას” ოფიციალურ ფოტოსესიაში მონაწილეობა არდა თურანმა და ალეიშ ვიდალმა პირველად მიიღეს. ფეხბურთელებმა ფოტო “აუდის” ავტომობილთან (Audi R8) გადაიღეს, აღნიშნული კომპანია “ბარსელონას” პარტნიორია.

სურათები

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward