“ბარსა” ბრწყინვალე ფეხბურთელს შეიძენს 1 იანვარს. ამ ტრანსფერს მხოლოდ ხელის მოწერა აკლია დანარჩენი, კი ყველაფერი შეთანხმებულია. აფელაი არის მაღალი დონის ფეხბურთელი. იგი ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა იგი შეეწყობა გვარდიოლას და “ბარსელონას” სტილს. ბრწყინვალე დრიბლინგი, მოედნის კარგი ხედვა და უძლიერესი დარტყმა– შეიძლება 24 წლის ფეხბურთელს უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეს?
ჩვენ მისი შეძენა გასულ წელსაც გვსურდა, თუმცა “პსვ” მასში დიდ თანხას გვთხოვდა. დაახლოებით იმ ფულს, რითაც ჩვენ მაშერანო შევიძინეთ. გუნდს სჭირდება მეორე საყრდენი ნახევარმცველი და სწორედ ამიტომ შევიძინეთ არგენტინელი. ჰოლანდიური გუნდის ხელმძღვანელებმა ვერ გათვალეს ფეხბურთელის სურვილები. 6 თვის შემდეგ ჩვენ მას უფასოდაც შევიძენდით, თუმცა გუნდს სჭირდება ისეთი ნახევარმცველი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილება ეყოფა და სრულყოფილად შეცვლის შემტევ ნახევარმცველებს”– განაცხადა კრუიფმა.
იოჰანი შეეხო “ალმერიასთან” მატჩსაც, სადაც მანდ მწუხარება გამოთქვა ლილიოს დათხოვასთან დაკავშირებით: ” ძალიან ვწუხვარ მის გამო. ” ალმერია” დაეცა 0–2ზე.”

