workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”სიტისა” და ”ჩელსის” ალვეში სურთ

”სიტისა” და ”ჩელსის” ალვეში სურთ

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის ”ჩელსის” და ”მანჩესტერ სიტის” სურთ შეიძინონ დანი ალვესი.
როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელ მცველს უკეთესი კონრაქტი უნდა, რაზეც კატალონიელები ყოყმანობენ. დანიელი ”ბარსელონის” ერთ-ერთი ლიდერია და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ ამიტომ, მცველის მონადირებას ბევრი სპეციალისტი ცდილობს.
აგენტის თქმით, შესაძლებელია, რომ იანვარში მან კლუბი გამოიცვალოს, მაგრამ ალვეშს გაუჭირდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ბრაზილიელის სავარაუდო ფასი 35 მილიონს არ აღემატება, თუმცა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მისი საფასური გაცილებით მეტი იქნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
მიუხედავათ იმისა, რომ დანი ალვესი საკმაოდ ძვირი ღირს, მის მიმართ ინტერესი მაინც არ ცხრება. კატალონიის ”ბარსელონელთა” მცველით ინტერესდებიან: ”მანჩესტერ სიტი” და ლონდონის ”ჩელსი”. ამ ორ ინგლისურ გრანდს საკმაოდ მდიდარი მფლობელები ჰყავთ და უმაღლესი დონის ფეხბურთელთა შესაძენად თანხას არასდროს იშურებენ, მითუმეტეს, როდესაც საუბარი ასეთ ვარსკვლავზეა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში