workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “აფელაი ანდრეს ინიესტას ჰგავს”

სუბისარეტა: “აფელაი ანდრეს ინიესტას ჰგავს”

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანტონი სუბისარეტამ გამოთქვა თავისი აზრი, “ბლაუგრანას” ოფიციალურ საიტზე. მან ისაუბრა აფელაიზე, რომელსაც “ბარსაში” 2011 წლის იანვარში ვიხილავთ. კლბუის ხელმძღვანელობას და ფეხბურთელს შორის ჯერ არ შეთანხმებულა პირობები. სუბისარეტას აზრით აფელაის არანაირი პრობლემა არ ექნება ადაპტაციის გავლის დროს.

“იბრაჰიმ აფელაი არის სწორედ ის ფეხბურთელი, რომლითაც ჩვენ ყოველთვის ვიყავით დაინტერესებულნი, რადგან ის არის შესაფერისი ფეხბურთელი, “ბარსას” სტილისთვის. აფელაი არის ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი, მას შეუძლია ნებისმიერ რთულ მომენტში სწორად გადაწყვეტილების მიღება, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან კარგი თვისებაა. იგი მე მაგონებს ანდრეს ინიესტას.”– სუბისარეტამ ეს კომენტარი გუნდის ოფიციალურ საიტზე გააკეთა.

“მან უნდა ისწავლოს ამ გუნდთან ერთად თამაში, რადგან აქ უფრო ძლიერ მატჩებში ელის გამოცდა იბრაჰიმს. მე გავიგე, რომ იგი არის დადებითად განწყობილი ჩვენს მიმართ, ჩემი აზრით მან იცის თუ რა გუნდში მოდის და რა ფეხბურთელებთან მოუწევს, ბრძოლა ძირითადისთვის.”

“ჩვენ გვინდა, რომ “პსვსთან” ურთიერთობა მშვიდად დავამთავროთ, და არა მტრებივით აფელაის გადმოსვლის გამო, ეს კი გამოიწვევს დადებით შედეგებს. ეს იქნება ხელსაყრელი ორივესთვის, როგორც ფეხბურთელისთვის ისე გუნდისთვისაც.”

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ბარსელონა” და “პსვ ეინდჰოვენი” შეთანხმდნენ აფელაის ტრანსფერზე, იგი 3.5 მილიონი ევრო დაჯდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward