აფელაი “ბარსასთვის” მეშვიდე ფეხბურთელი იქნება, რომელიც კატალონიურმა კლუბმა “პსვ”–დან გადმოიბირა. წინა 6 ტრანსფერზე ჩვენ მხოლოდ კარგის თქმა ეგვიძლია.
უკვე 20 წელი გავიდა იქიდან, რაც “ბარსამ” “პსვ”–დან პირველი ფეხბურთელი, “უემბლის” გმირი, რონალდ კუმანი შეიძინა. მას შემდეგ “ბარსამ” ჰოლანდიური კლუბიდან 3 ჰოლანდიელი (კოკუ, ზენდენი და ვან ბომელი) და 2 ბრაზილიელი ფეხბურთელი (რომარიო და რონალდო) გადმოიყვანა. ამ ექვსი ფეხბურთელის შესახებ კი მცირე ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
კუმანი (1989): მან “ბარსას” ისტორია შექმნა. 1992 წლის 20 მაისს კუმანმა “უემბლიზე” გოლის გატანა მოახერხა, რის შედეგადაც გუნდმა “ევროპის თასის” მოპოვება შეძლო. იგი “ნოუ კამმპზე” 6 წლის მანძილზე გამოდიოდა.
რომარიო (1993): ის მულტფილმის პერსონაჟს გავდა. იგი “კამპ ნოუს” 2 სეზონის მანძილზე აოცებდა და 84 მატჩიდან 53 გოლის გატანა შეძლო.
რონალდო (1996): იგი “ბარსას” მაისურით ერთი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა, მაგრამ რონალდო გუნდის ერთ–ერთ საუკეთესო თავდამსმხელად ჩამოყალიბდა. 51 თამაშში მან 47 გოლის გატანა შეძლო. იმ წელს “ბარსამ” “ესპანეთის თასისა” და “თასების მფლობელთა თასის” მოპოვება შეძლო.
კოკუ (1998): იგი “ბარსას” ერთადერთი უცხოელი ფეხბურთელია, რომელმაც “ბარსას” ფორმით 292 მატჩი ჩაატარა. მან “პსვ” თავისუფალი აგენტის რანგში დატოვა და “ბარსაში” 2004 წლამდე დარჩა.
ზენდენი (1998): კოკუს მსგავსად “ბარსაში” იგიც 1998 წლის “მსოფლიო ჩემპიონატის” შემდეგ დატოვა. 1998/99 წლებში ზენდენი “ბარსასთვის” ერთ–ერთ საკვანძო ფიგურად ითვლებოდა. იგი გუნდში 3 წლის მანძილზე დარჩა. ამის შემდეგ კი მან კარიერა “ჩელსიში” განაგრძო.
ვან ბომელი (2005): ჰოლანდიელი ნახევამრცველი “ბარსაში” თავისუფალი აგენტის რანგში გადმოვიდა. იგი გუნდს “ლა ლიგისა” და “ჩემპიონთა ლიგის” მოგებაში დაეხმარა.



