ელ კლასიკოს გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე ჟოზე მოურინიომ შეაქო ხოსეპ გვარდიოლა.
– პეპმა იცის რა სჭირდება. ის გაიზარდა კლუბის ფილოსოფიით, ამიტომ ის იდეალური მწვრთნელია ”ბარსასთვის” – ჭკვიანი და თავდადებული. მას ამისთვის ყველა თვისება გააჩნია – განაცხადა მოურინიომ.
იმის შესახებ, თუ რატომ არ პასუხობს გვარდიოლა მის გამონათქვამებს ჟოზემ განაცხადა: ”პეპმა უნდა გააკეთოს ის, რასაც მას ინტუიცია კარნახობს. შეიძლება ის არ საუბრობს მოურინიოზე, რადგან მისი ფეხბურთელები აკეთებენ ამას. გვარდიოლასთან ურთიერთობა მე ”ბარსელონაშიც” მქონდა. სახლში მაქვს სურათი, სადაც ჩვენ ერთმანეთს ძლიერად ვეხუტებით. მასთან მე კარგი ურთიერთობა მაქვს”.
მოუირინიომ აღნიშნა, რომ კლასიკოს თარიღი მას არ აინტერესებს: ”მე ვიცოდი, რომ ”ბარსა” და ”რეალი” ორშაბათს ითამაშებდნენ. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ თამაშობს დიდ როლს. მე მაწუხებს ის, რომ ჩემპიონთა ლიგის წინ ჩემი გუნდი პრიმერაში 10 საათზე თამაშობს”.
ის ფაქტი, რომ პრიმერას მოსაგებად ორი გუნდი იბრძვის მოურინიოს არ უკვირს. მისი აზრით სხვა ჩემპიონატებშიც იგივე სიტუაციაა.
– ყველა ჩემპიონატი მსგავსია. ყველას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ყავს. ინგლისში ტიტულისთვის მხოლოდ ”ჩელსი” იბრძვის. თუ ”მანჩესტერი” ვერ ერთვება ბრძოლაში ”ჩელსი” ჩემპიონია. ესპანეთის ჩემპიონატში ყველა მატჩში ყველას მოგება სურს. ”ბარსელონა” და ”რეალი” იბრძოლებენ ტიტულისთვის.


