”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა მოახლოებული კლასიკოს წინ პრესას გაესაუბრა.
”ჩვენი სურვილი იყო, რომ კლასიკო კვირას ან ორშაბათს დანიშნულიყო. ასეთ შემთხვევაში გუნდს მოსამზადებლად მეტი დრო ექნება. იმ შემთხვევაში თუ მადრიდის ”რეალთან” თამაში შაბათს შედგებოდა ჩემი შეგირდები სრულყოფილად მომზადებულები არ იქნებოდნენ” – ამბობს გვარდიოლა.
პეპმა პასუხი გასცა ჟოზე მოურინიოს სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ გვარდიოლას 50 წლიან კონტრაქტს შესთავაზებდა ”ბარსელონას” პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.
”მე მეგონა მოურინიოს ვუყვარდი, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. წარმოიდგინეთ 2 წლის შემდეგ უკვე მელოტი ვიქნები, ხოლო რა იქნება 50 წლის შემდეგ…”

