დღეს, “ბარსელონამ” “ლა ლიგას” მორიგი ტურის მატჩის მოსამზადებელი რიგით, მეორე ვარჯიში გამართა. ვარჯიშზე სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის ბარტრა და ფონტასი…
კატალონიური კლუბის ყურადღება მთლიანად “კამპ ნოუზე” გასამართი მატჩისკენაა მიპყრობილი. როგორც მოგეხსენებათ, “ბარსა” “ლა ლიგას” მორიგ ტურს, “ვილიარეალის” წინააღმდეგ, “კამპ ნოუზე” გამართავს. დღეს, ფეხბურთელებმა ვარჯიში დახურულ კარს მიღმა გამართეს. ვარჯიშში მონაწილეობა 17–მა ფეხბურთელმა მიიღო, მათ შორის 4 ლუის ენრიკეს გუნდის წევრია.
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა გაბრიელე მილიტოსა და პინტოს არ მიუღათ. მოგეხსენებათ მილიტომ ბოლო მატჩში კიდევ ერთი ტრავმის მიღება მოახერხა, ხოლო ხოსე მანუელ პინტო ვარჯიშზე საპატიო მიზეზების გამო არ იმყოფებოდა. ხეფრენი კი ტრავმის მოშუშებას აგრძელებს.
ხერარდ პიკე, რომელიც ხვალინდელ მატჩში წითელი ბარათს გამო მონაწილეობას არ მიიღებს, გუშინ სავარჯიშო დარბაზში მარტომ ივარჯიშა. დღეს მან ნორმალურად ივარჯიშა, როგორც ადრიანომ. შეგახსენებთ, რომ ადრიანოს პრობლემები კუჭ–ნაწლავთან დაკავშირებით ქონდა.
“სიუტატ ესპორტივაზე” “ბარსა ბ”–ს 4–მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ვარჯიში დღეს რუბენ მინიომ, ტიაგო ალკანტარამ, მარკ ბარტრამ და ანდრეუ ფონტასმა გამართეს. ჩამოთვლილთაგან ბოლო ორის ხვალინდელ მატჩში ხილვა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც გაბრიელე მილიტო ტრავმირებულია, ხოლო პიკე მატჩს წითელი ბარათის გამო ვერ ჩაატარებს. ასე, რომ გვარდიოლას სხვა გზა არ ქონდა და სარეზერვო გუნდიდან 2 ახალგაზრდა მცველი გამოიძახა.


