ბოლო დროს, დადის ჭორები იმის შესახებ, რომ კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი გუნდიდან წასვლას აპირებს, თუმცა მას 2013 წლამდე აკავშირებს კლუბთან კონტრაქტი. ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი ზორან ვეკიჩი აცხადებს, რომ ბოიანი კმაყოფილია არსებული ვითარებით და ის ძალიან ბედნიერია.
“ის ნამდვილად არ დატოვებს ზამთარში “ბარსელონას”. კლუბში არსებული ვითარებით ბოიანი ძალიან კმაყოფილია და რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. საბოლოო დასკვნებს, ჩვენ სეზონის ბოლოს გავაკეთებთ.”-განაცხადა ვეკიჩმა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ბოიანით იყვნენ ისეთი კლუბები დაინტერესებულნი, როგორებიც არიან “ინტერი”, “არსენალი” და “იუვენტუსი”. ახალგაზრდა თავდამსხმელს “ბარსას” შემადგენლობაში პირველივე წუთიდან აქვს 41 მატჩი დაწყებული და 25 გოლი გატანილი.

ბოიანი ზამთარში “ბარსელონას” არ დატოვებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


