workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიჩელი: ,,მესი მარადონაზე უკეთესია”

მიჩელი: ,,მესი მარადონაზე უკეთესია”

,,მესის და მარადონას ყოველთვის ადარებდნენ ერთმანეთს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რომელია უკეთესი – მესი თუ მარადონა?”
,,ხეტაფეს” მწვრთნელმა  მიჩელმა აღნიშნა, რომ მესი გაცილებით უკეთესად ასპარეზობს, ვიდრე მარადონა მის ასაკში.
მიჩელს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეთამაშა მარადონას წინააღმდეგ, როცა თავად ,,რეალ მადრიდში” თამაშობდა. ახლა კი მას მწვრთნელის სტატუსით აქვს საშუალება დააკვირდეს მესის ნიჭს და შესაძლებლობებს. 
მიჩელს დაუსვეს კითხვა: არის თუ არა მესი მარადონაზე უკეთესი. მან უპასუხა: ,, ჩემთვის კი. მე მარადონას წინააღმდეგ ვთამაშობდი და შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც დავინახე მესი, როგორც ფეხბურთელი, მივხვდი, რომ რასაც ის მოედანზე აკეთებს აქამდე არასდროს მინახავს.”
მან ასევე ისაუბრა  ჩავიზე: ,,იგი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. ასეთს მას თავისი მოკრძალებულობა ხდის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში