როგორც იცით, დღეს “ბარსელონას”, ესპანეთის თასის განმეორებითი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი “სეუტას” წინააღმდეგ. ამ მატჩის განაცხადში პეპ გვარდიოლამ შეიყვანა “ბარსა ატლეტიკის” ახალგაზრდა ფეხბურთელი სერხი რობერტო, რომელსაც ჯერ ბლაუგრანას პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონია და მისი ოცნებაა ეს სურვილი აუხდეს.
სერხი რობერტო დაიბადა 1992 წლის 7 თებერვალს და უკვე მას თვლიან “ბარსას” ერთ ერთ პერსპექტიულ მოთამაშედ. ის ბარსელონაში გასულ წელს გადმოვიდა. მას აქვს კარგი ტექნიკა, აგრესიულია დაცვაში და კარგად თამაშობს მეორე სართულზე ბრძოლისას. პეპ გვარდიოლამ მასზე განაცხადა: “ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, არის პერსპექტიული და დიდი მომავალი აქვს. მას ბოლომდე ენდობა ლუის ენრიკე, რაც სავსებით სამართლიანად დაიმსახურა.”



