ყველამ კარგად იცის, რომ კარლეს პუიოლი არის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კლუბის ისტორიაში. 32 წლის ასაკში და 12 სეზონის განმავლობაში გუნდის კაპიტანი მე-500 მატჩს გამართავს “სეუტას” წინააღმეგ მატჩში.
102 მატჩი ჩემპიონთა ლიგაში
მხოლოდ ორ ფეხბურთელს, მიგელს (549) და ჩავის (540) შეუძლიათ დაიკვეხნონ მსგავი შედეგით. კაპიტნის მიერ ჩატარებული 500 თამაშიდან 338 ლა ლიგაში ითამაშა, ხოლო 102 ჩემპიონთა ლიგაში, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი აქტივია ის. სწორედ კარლესმა აღმართა ბოლო 2 ჩემპიონთა ლიგის თასი.
დღემდე ჩატარებული 499 თამაშიდან ასევე 38 იყო ესპანეთის თასის თამაში, 9 უეფას თასისთვის, 6 ესპანეთის სუპერ თასისთვის, 4 კლუბების მსოფლიო თასისთვის და 2 ესპანეთის სუპერ თასისთვის ბრძოლისას.
განსაკუთრებული გოლები
პუიოლი ყოველთვის განთქმული იყო თავისი თავგანწირვით და ბრძოლით. მისი პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ გოლების გატანით, არამედ მნიშვნელოვან წუთებში მიზანთან ახლოს ყოფნით. მას გატანილი აქვს 9 გოლი, აქედან ყველაზე დასამახსოვრებელია “ტენერიფეს” წინააღმდეგ თამაშისას გატანილი გოლი, ასევე “ბერნაბეუზე” იმ ცნობილ დღეს, როდესაც ბარსამ გაიმარჯვა 6-2 და ასევე გოლი, რომელიც გაიტანა მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” კარში.

