ბრიტანულ გაზეთ “Daily Mail”-ზე დაყრდნობით კატალონიური გაზეთი Sport აცხადებს, რომ ლონდონის საფეხბურთო კლუბი ”ჩელსი” მზადაა გაუკეთოს შეთავაზება ბარსელონას ნახევარმცველის გადაბირებასთან დაკავშირებით, საუბარია ესპანელ სერხი ბუსკეტსზე. გავრცელებული ინფორმაციით სატრანსფერო თანხა, რითაც ლონდონელები ბუსკეტსის ”შეცდენას” ცდილობენ 20 მილიონ ფუნტს შეადგენს (დაახლოებით 30 მილიონი ევრო).
ბუსკეტს კონტრაქტი ბარსელონასთან 2013 წელს ეწურება.

ჩელსი ბარსელონას 30 მილიონ ევროს სთავაზობს?
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

