ესპანური გაზეთის “SPORT”-ის ცნობით, გერმანული კლუბი “შალკე 04” კატალონიის “ბარსელონას” 30 წლის მცველით, გაბრიელ მილიტოთი დაინტერესდა. გერმანული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ფელიქს მაგათს სურს მისი გუნდის დაცვის გაძლიერება და მას სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მილიტოა. “შალკეს”, რომელმაც წლევანდელი სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო, უკვე ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან ორი მოთამაშე ჰყავს გადაბირებული და მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ ამ ორ ფეხბურთელს “ბარსელონას” ცენტრალური მცველიც გაბრიელ მილიტოც შეემატოს.

“შალკეს” მილიტო სურს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


