ხავიერ მასკერანომ ინგლისურ ლიგაში 4 წელი დაჰყო, მაგრამ აღნიშნავს, რომ მან ადაპტაცია ,,ბარსელონაში” უკეთ გაიარა:,,ყოველდღე მე უფრო და უფრო ვრწმუნდები ჩემს თავში. მე ვუახლოვდები ჩემს კოლეგებს გუნდში. მე ეს უფრო უკეთესს მხდის.”
არგენტინელი უდიდეს სამუშაოს ასრულებს გუნდისთვის, თუმცა იგი თვლის, რომ მას კიდევ აქვს ასათვისებელი:,,მე მივყვები მენეჯერების დარიგებებს და ვცდილობ ყოველდღე გავხდე უკეთესი.”
მან ისაუბრა ესპანურ და ინგლისურ ლიგაზე:,,ჩვენ ვთამაშობდით იგივე წესებით, თუმცა სტილი რადიკალურად განსხვავებულია. აქ მთავარი გათვლა ტაქტიკებზეა, პრემიერ ლიგაში კი ფიზიკურ მომზადებაზე.”
მან ისაუბრა ,,ელ კლასიკოზეც”. მატჩამდე სამი კვირაა დარჩენილი, თუმცა მასკერანოსთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესი იქნება:,, ,,ელ კლასიკო” ჩემთვის ახალი ხილია, მაგრამ პრემიერ ლიგაში არის მსგავსი თამაშები, მაგალითად ,,ლივერპული”- ,,მანჩესტერ იუნაიტედი”. მე ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რათა შევიტანო მნიშვნელოვანი წვლილი ,,ბარსელონას” გამარჯვებაში.”