კოფენჰაგენთან ფრის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ ძირითადი გუნდის თვრამეტი ფეხბურთელი მეორედ ავარჯიშა. ერთადერთი ვინც ვარჯიშს არ ესწრებოდა იყო ჯეფრენი, რომელმაც ტრავმა სეუტასთან თამაშის დროს მიიღო.
ჩავი, მესი, პიკე და ინიესტა არ ესწრებოდნენ გუშინდელ ვარჯიშს, თუმცა დღეს ისინი სავარჯიშოდ გამოცხადდნენ.
ვარჯიშს ასევე დაესწრნენ ლუის ენრიკეს შეგირდები, კერძოდ ტიაგო ალკანტარა, საულ ბერიონი, მარკ ბარტა და კარლეს პლანასი. ასევე რაფა ალკანტარა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძმებმა ალკანტარებმა ერთად ივარჯიშეს სიუტატ ესპორტივაზე.



