ლუკა მოდრიჩი მოხარულია, რომ მას ”ბარსელონასთან” აკავშირებენ, მაგრამ ყოველგვარ მოლაპარაკებებს გამორიცხავს.
”ტოტენჰემის” ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და სამუშაო ადგილის შეცვლას არ გეგმავს.
ლუკა მოდრიჩი: ”ყოველთვის სასიამოვნოა, რომ შენს სახელს ”ბარსელონას” უკავშირებენ. მთავარია გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღო. ყველაფერი ეს ჭორებია. ამის შესახებ საუბარი აღარ მსურს. ბარსელონაში წასვლა? დიახ მინდა, მაგრამ როგორც ”ტოტენჰემის” ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე. ერთადერთი სინამდვილე არის ის, რომ ეხლახანს ჩემს კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. ლონდონი შესანიშნავი ადგილია, ხოლო ”ჰართ ლეინზე” თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში”.

