”ვალენსიასთან” მატჩში ”ბარსელონამ” კუთხურის გათამაშებას მოუმატა და არა საჯარიმოში ჩაწოდებას. სწორედ ამან მოუმატანა გუნდს მნიშვნელოვანი გოლი.
ახალი სტრატეგია – ახალი გოლები
”მალიორკასთან” მატჩში კატალონიელებმა 11 კუთხურის უფლება მოიპოვეს. აქედან 9-ჯერ მათ ბურთი პირდაპირ ჩააწოდეს, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ”ვალენსიასთან” მატჩში ”ბარსამ” ჩაწოდების ნაცვლად ბურთი გაათამაშა, რის შემდეგაც პუიოლმა გოლი გაიტანა. ამ მატჩში 6 კუთხურიდან ბურთი 5-ჯერ გაათამაშეს. ”ნოუ კამპზე” ”კოპენჰაგენთან” მატჩში მეორე გოლი კუთხურის დიდხნიანი გათამაშების შემდეგ გავიდა. ამ თამაშში 5 კუთხურიდან კატალონიელებმა ბურთი 4-ჯერ გაათამაშეს.
გოლები კუთხურის შემდეგ
”გათამაშებული” კუთხურების გარდა ”ბარსელონამ” 2 გოლი პირდაპირ ჩაწოდებით გაიტანა. ეს მოხდა ”პანათინაიკოსთან” და ”ატლეტიკოსთან” მატჩებში. საერთოდ ჯამში ”ბარსამ” 102 კუთხურიდან 2 გოლი გაიტანა. გამოდის, რომ ”ბარსა” გოლს 25 კუთხურიდან ერთში იტანს. ეს გვარდიოლას ეპოქაში საუკეთესო შედეგია. შარშან გოლი საშუალოდ ყოველი 37 კუთხურის შემდეგ გადაიოდა. ”ტრიპლეტის” სეზონში კი 33 კუთხურის შემდეგ.


