workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: ”ჩვენ მუდამ ასე ვითამაშებთ”

პიკე: ”ჩვენ მუდამ ასე ვითამაშებთ”

ბარსას თამაშის სტილი არის უნივერსალური მსოფლიოს მასშტაბით და პიკემ აღნიშნა, რომ მათი მიზანი არ არის შეცვალონ არჩეული სტილი, რომელიც მიმარტულია მაყურებლების გართობასა და თავდასხმაზე. ”ჩვენ არ ვიცით სხვანაირი, უკეთესი სათამაშო მანერა  და არჩეული თამაშის სტილით ბევრსაც მივაღწიეთ”.

ბარსას მცველს სჯერა, რომ გუნდი ყოველი თამაშისას უფრო ძლიერდება და, მიუხედავად იმისა, რომ დანიურ კლუბთან ფრე ითამაშეს, პიკე აღნიშნავს: ”ჩვენ უფრო დამაჯერებლები ვხდებით დაცვაში და გაგვაქვს უფრო მეტი გოლები. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, ჯერ კიდევ არის მრავალი რამ, რაც უნდა გამოვასწოროთ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდთან თამაშისას ჩვენს საუკეთესო ფორმაში ვიქნებით”.

ნოემბრის ბოლო კვირა დატვირთული იქნება. გუნდი უნდა გაემგზავროს პანათინაიკოსთან სათამაშოდ, სადაც ისინი შეეცდებიან, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობები განიმტკიცონ. და ამის შემდეგ მათ უნდა უმასპინძლონ მადრიდის რეალს კამპ ნოუზე. 

”ეს არ იქნება სეზონის გადამწყვეტი კვირა” – აღნიშნა პიკემ. ”ამ მომენტისთვის მე ვფიქრობ მხოლოდ ხეტაფესთან გასამართ მატჩზე და შემდეგ თამაშზე, რომელიც სეუტასთან უნდა გავმართოთ.”

პიკემ შეაქო ფონტასისა და ბარტას თამაში სეუტასთან. ”მათ ჩაატარეს შესანიშნავი მატჩი”. მან გაიხსენა მანჩესტერში ყოფნის პერიოდი. ”საკმაოდ რთულია, როდესაც მოედანზე არ არიან შენი გუნდის რეგულარული მოთამაშენი, ხოლო მოწინააღმდეგენი კი ძალიან მოტივირებულები. და მიუხედავად იმსა, რომ ეს წინააღმდეგობები შეხვდათ, ორივე მათგანმა შესანიშნავი თამაში აჩვენა.”

ხერარდ პიკე ასევე შეეხო ჩავის საკითხსაც და მის ტრავმასაც: ”მას ბოლომდე არ აქვს მოშუშებული ტრავმა და ამიტომ ჩვენ მას განსაკუთრებულად ფრთხილად ვუდგებით. ის ჩვენი გუნდის სასიცოცხლო ნაწილია.”
 ბოლოსკენ კი პიკემ აღნიშნა, რომ არაფერი იცის იმ ჭორების შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩავი ნაკრებიდან წასვლას აპირებს: ”არაფერი გამიგია ამის შესახებ. მე ვერ წარმომიდგენია ესპანეთის ნაკრები ჩავის გარეშე”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში