workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენედიტო: “თუ პრეზიდენტი გავხდები, თურანი “ატლეტიკოში” დაბრუნდება”

ბენედიტო: “თუ პრეზიდენტი გავხდები, თურანი “ატლეტიკოში” დაბრუნდება”

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აგუსტი ბენედიტო აცხადებს, რომ თუ იგი პრეზიდენტი გახდება, არდა თურანს გაყიდის.

“ეს არის რეალურად დიდი პრობლემა. ფიფას სანქციების გამო ჩვენ არდას ექვსი თვე ვერ ვათამაშებთ, ამაში დამნაშავე მხოლოდ ერთი პირია – ბართომეუ. ის ზღვარს გადავიდა, პატივი არ სცა კლუბის წევრებს და ეს ძვირად დაუჯდა.

თუ მე პრეზიდენტი გავხდები, არდა თურანს უკან, “ატლეტიკოში” გავყიდი.” – დაასრულა ბენედიტომ.

“ატლეტიკოსთან” შეთანხმების თანახმად, ახალ პრეზიდენტს უფლება აქვს არდა მადრიდში 30.6 მილიონ ევროდ დააბრუნოს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად კატალონიური კლუბი თურქ ფეხბურთელს არენდით “გალათასარაიში” გაუშვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward