კატალონიის “ბარსელონას” გოლკიპერი, ვიქტორ ვალდესი აცხადებს, რომ დღევანდელი “ბარსელონა” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას გარეშე ვერ წარმოუდგენია, იტყობინება Sport.es. ესპანელი მეკარის თქმით “ბლაუგრანას” ბოლო დროის წარმატებებში უდიდესი წვლილი ხოსეპ გვარდიოლას მიუძღვის. ” ჩემი აზრით კლუბის ხელმძღვანელობამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც გუნდის მთავარ მწვრთნელად გვარდიოლა დანიშნა. მან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა დატოვოს კლუბი ამ შესანიშნავმა მწვრნელმა,” დაასრულა ვალდესმა. ინგლისური წყაროების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს, სურს რომ მისი კლუბიდან წასვლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე გვარდიოლა დაინიშნოს.

ვალდესი:””ბარსელონა” გვარდიოლას გარეშე ვერ წარმომიდგენია”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.