26 ოქტომბერს ფიფამ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ”ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატები იქნებიან. მადრიდის ”რეალის” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ჩაბი ალონსო მიიჩნევს, რომ ამ ტიტულს მისი თანამემამულე, ჩავი ერნანდესი იმსახურებს.
”კანდიდატებიდან ყველაზე მეტად ამ ჯილდოს ჩემი აზრით ჩავი ერნანდესი იმსახურებს. ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამიკიდებული ამ ტიტულს ის მიიღებდა. მე მხიბლავს ის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე სასწაულებს აკეთებენ. ჩავი მათ სიაშია”.
ჩაბი ალონსომ ასევე აღნიშნა, რომ მისი თანაკლუბელი, კრიშტიანო რონალდოც კარგად გამოიყურება მოედანზე: ”ის ძალიან ამბიციური ფეხბურთელია. კარგია, რომ ის ჩვენთან თამაშობს. რონალდო იმ ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ხილვა საკუთარ რიგებში ნებისმიერ გუნდს სურს. კრიშტიანო ყოველთვის ფეხბურთზე ფიქრობს”.