როგორც მოგეხსენებათ, გუშინ “ბარსამ” “სამეფო თასის” პირველ შეხვედრაში “სეგუნდა ბ”–ს გუნდი, “სეუტა” ანგარიშით 0–2 დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ტრადიციულად მატჩზე კომენტარები გააკეთეს…
“ბლაუგრანას” კარის დარაჯი, ხოსე მანუელ პინტო მატჩის ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იგი გუშინდელი გამარჯვებით ძალიან კმაყოფილია და აცხადებს: “ჩვენ ძალიან სერიოზული მატჩი ჩავატარეთ. ვითვლებოდით ფავორიტებად და რაც გვევალებოდა ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.”
“ბარსა ბ”–ს რამდენიმე ფეხბურთელმა გუშინდელ მატჩში მონაწილეობა მიიღო. პინტო კი მათი თამაშით აღფრთოვანებულია. “ახალგაზრდები გუშინდელი მატჩისთვის ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები.”
პინტომ კომენტარი ასევე მის სტვენაზეც გააკეთა, რომელიც “კოპენჰაგენთან” მატჩის შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს. მისი დასტვენილის შემდეგ დანიელების თავდამსხმელმა, სანტინიმ ბურთით მოძრაობა შეწყვიტა, რადგანაც მას თავისი თავი თამაშგარე მდგომარეობაში ეგონა. “ყოველ თამაშში მე ჩემს ფეხბურთელებს დასახმარებლად ვუსტვენ ხოლმე. ეს ყველაფერი კი კიკო ნარვაესისგან ვისწავლე. ყველა ფეხბურთელმა უნდა უყუროს თამაშგარე ხაზსა და მსაჯს. მას ახლა უბრალოდ სურს, რომ ყველაფერი მე დამბრალდეს,” განაცხადა პინტომ.
მარკ ბარტრა: “მე ახლა უნდა ვიმუშავო და გავაგრძელო პროფესიული ზრდა.”
“ჩვენ ვცდილობდით, რომ პიკესა და პუიოლისავით გვეთამაშა. ჩვენ გვსურს, რომ გავაკეთოთ ის, რასაც ეს ორი მცველი აკეთებს.”
“სტარტიდანვე მე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. გუნდი მე ძალიან მეხმარება.”
“ჩვენი ოპონენტები ფრესთან ახლოს იყვნენ, მაგრამ როგორც ნახეთ საბოლოოდ დამარცხდნენ.”
“მე ვამაყობ, რომ შანსი მომცეს და ვეცდები, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე გავაკეთო.”
ადრიანო: “რთულია ითამაშო ისეთ გუნდებთან, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ და ბოლომდე იბრძვიან.”
“ჩვენ უპირატესობა ჩვენი კლასის გამო მოვიპოვეთ.”
“ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ეს დიდებული ჩემპიონატია.”
“მე მშვიდად ვარ, რადგანაც როდესაც ვთამაშობ შემიძლია ვაჩვენო ყველას ის, რისი გაკეთებაც შემიძლია. მე ვაგრძელებ ვარჯიშს და მზად ვარ ვითამაშო მაშინ, როდესაც მწვრთნელი გამომიძახებს.”
ანდრეუ ფონტასი: “თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და შესაბამისად ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ თუ გოლს მატჩის დასაწყისში გავიტანდით, მაშინ მშვიდად გავაგრძელებდით თამაშს. მეორე ტაიმში ცოტა მოდუნება დაგვეტყო, მაგრამ შევძელით და შედეგი შევინარჩნეთ.”