workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეირისონს დაბრუნება სურს

კეირისონს დაბრუნება სურს

“გლობო ესპორტესთან” საუბარში, “ბარსას” თავდამსხმელმა, კეირისონმა განაცხადა, რომ მას კატალონიაში დაბრუნება სურს. იგი “ბარსამ” 2009 წელს, “პალმერიასისგან” შეიძინა. ბრაზილიელი განათხოვრებული “ბენფიკაში”, “ფიორენტინასა” და “სანტოსში” იყო, მაგრამ ჯერ–ჯერობით კატალონიელთა შემადგენლობაში არ გამოდის…

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა განაცხადა: “ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მალე “ბარსელონაში” დავბრუნდე და წარმატებას აქ მივაღწიო. წარმატების მიღწევა ყოველთვის ევროპაში მსურდა, მაგრამ ვიცი, რომ მოთმინებაა საჭირო. ალბათ სიჩქარე არ არის აუცილებელი. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ.”

კეირისონს ქონდა შანსი ევროპული ფეხბურთში ფეხი მოეკიდა. იგი “ბენფიკასა” და “ფიორენტინაში’ გამოდიოდა, მაგრამ გეგმები ისე არ აეწყო, როგორც საჭირო იყო. ბრაზილიელს თავის გამოჩენის შანსი “ბენფიკას” შემადგენლობაში 5–ჯერ, ხოლო იტალიელთა შემადგენლობაში 10–ჯერ შეძლო. ბრაზილიელმა “ფიორენტინაში” ყოფნის დრო გაიხსენა: “იტალიელთა რიგებში მე “ბენფიკასგან” განსხვავებით 10 მატჩი ჩავატარე და 2 გოლის გატანა შევძელი. ერთ–ერთის გატანა ჩემი დებიუტის დროს მოვახერხე. “ფიორენტინას” მწვრთნელს, ცეზარე პრანდელის ჩემი ჯეროდა, მაგრამ ალბერტო ჯილარდინოს გამო ვითარება ძალიან რთულად იყო.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში