workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა:”რთული სეზონი გველის”

გვარდიოლა:”რთული სეზონი გველის”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი “ბარსასთვის” ძალიან რთული იქნება. მიუხედავად ამისა, პეპს მაინც სჯერა, რომ მისი გუნდი ყველა დაბრკოლებას წარმატებით გაუმკლავდება.
“ყველა სეზონი რთულია, თუმცა ერთი შეხედვით ჩანს და ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონი “ბარსელონასათვის” საკმაოდ რთული იქნება. ამისდა მიუხედავად, მე ვარ ოპტიმისტი და ძალიან ვენდობი ჩემს გუნდს. მჯერა, რომ ეს სეზონი წარმატებული იქნება ჩვენთვის. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ გუნდის საქმე კარგად არ მიდის, მაგრამ თუ დავაკვირდებით შედეგებს, ჩვენ უკვე კარგი შედეგი გვაქვს.”-განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში