პირველად კლუბის ისტორიაში ”ბარსელონა” მატჩის ჩასატარებლად ვერტმფრენით მიემგზავრება. ზუსტად რომ ვთქვათ კატალონიელები ვერტმფრენით სეუტაში მიემგზავრებიან, სადაც სამშაბათს, 24 საათზე გამართავენ სამეფო თასის მატჩს ადგილობრივ ”სეუტასთან”.
თვითმფრინავი, ვერტმფრენი და სეუტა
კატალონიელები სტარტს მატჩის დღეს აიღებენ და ბარსელონას აეროპორტიდან ჩარტერული რეისით მალაგაში გაფრინდებიან. მალაგაში კლუბი ვერტმფრენს დაიქირავებს და გაემგზავრება სეუტაში.
პრესა მიწაზე, ზღვაზე და ჰაერში
პრესა, რომელიც კლუბს დაჰყვება სეუტაში მოსახვედრად მიწაზე, ზღვაზე და ჰაერში იმოგზაურებს. პირველად ჟურნალისტები მალაგაში გაფრინდებიან. მალაგის აეროპორტიდან ავტობუსით პორტში გაემგზავრებიან, ხოლო იქედან გემით სეუტაში ჩავლენ.
