შაბათს, ლეო მესიმ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწყო პატარა “შოუ” და ყველას კარგად დაანახა, რომ “სარაგოსა” მისთვის ერთ–ერთი “საყვარელი” გუნდია. ამ სიახლეში კი ლეოს შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ…
– ამ სეზონში, მესი გუნდის ბომბარდირია და მას მონაწილეობა 12 მატჩიდან 11–ში აქვს მიღებული.
– შაბათის თამაში მესისთვის “ლა ლიგაში” 150–ე იყო. ამ 150 თამაშში კი მან 93 გოლის გატანა შეძლო.
– ამ 93 გოლიდან 47–ის გატანა “ნოუ კამპზე”, ხოლო 46–ის გასვლით მატჩებში შეძლო.
– მესიმ დაახლოებით 72 საათში 4 გოლის გატანა მოახერხა. პირველი ორი “კოპენჰაგენთან”, ხოლო მეორე ნახევარი “სარაგოსასთან”.
– მესი ასევე იყო ფეხბურთელი, რომელმაც “სარაგოსასთან” მატჩში ყველაზე მეტჯერ, 11–ჯერ დაარტყა კარისკენ. აქედან 5 ზუსტი იყო.
– მესიმ შეძლო და კლუბის ყველა დროის ბომბარდირებში პაულინო ალკანტარას გადაასწრო და მეხუთე ადგილი დაიკავა.


