მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ ტრადიციულად, ჟურნალისტებთან მატჩზე კომენტარები გააკეთა, რომელიც “ბარსას” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა. ამ სტატიაში კი მის გაკეთებულ კომენტარებს შემოგთავაზებთ…
“ლა რომარედაზე” გამარჯვება გუნდისთვის, გასვლით მატჩებში, ზედიზედ მეოთხეა. როგორც წინა სტატიიდან გაიგეთ ეს “ბარსას” რეკორდია. ამით კი “ბოსი” ძალიან კმაყოფილია. მითუმეტეს, რომ გუნდმა ოთხშაბათს “ჩემპიონთა ლიგის” მატჩში, “კოპენჰაგენის” დამარცხება შეძლო. “სარაგოსასთვის” მატჩისთვის კი გუნდს მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო ქონდა.
“ჩვენ ბურთზე კონტროლი გვქონდა დაწესებული და ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. ასეთი სერიოზული მატჩის გამართვა მარტივი ნამდვილად არ გახლავთ. მითუმეტეს, რომ “ბარსას” ოთხშაბათს, “ჩემპიონთა ლიგის” მატჩში მოუწია მონაწილეობის მიღება. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გუნდს უკეთეს მდგომარეობაში ვიხილავთ,” განაცხადა გვარდიოლამ.
პეპმა ასევე კომენტარი გააკეთა 3–კაციან დაცვასთან დაკავშირებით: “არასდროსაა ადვილი ითამაშო ახალი ტაქტიკით, მაგრამ სიმართლე გახლავთ ის, რომ ფეხბურთელებმა იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ და მე მათი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.”
ლეო მესიმ კიდევ ერთხელ მოგვიწყო პატარა შოუ: “ლეო გოლის გატანისთვისაა დაბადებული. ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ გახლავთ, ეს ყოველთვის ასე იყო. ის არ არის ტიპიური 9 ნომერი, მაგრამ რასაც აკეთებს ყველა კარგად ხედავს. იგი დღეს თავს კომფორტულად გრძნობდა და ჩვენ გოლის გასატანად უამრავი მომენტიც შევქმენით.”
