workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის 2 გოლი და ახალი რეკორდი!

მესის 2 გოლი და ახალი რეკორდი!

ცოტა ხნის წინ, დასრულდა “სარაგოსასა” და “ბარსელონას” შეხვედრა. არგენტინელი ლეო მესის 2 გოლის წყალობით “ბარსამ” “ლა რომარედაზე” გამარჯვების მოპოვება შეძლო…

“სარაგოსამ” შეძლო და ბოლო ადგილზე დარჩენა მოახერხა. როგორც წინა მატჩებში, მათ ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ეს არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ “ბარსასთან” საკუთარ მოედანზე, თუნდაც ფრედ დაემთავრებინა მატჩი. ალბათ, ამ ძალზე საინტერესო ტაქტიკურმა დაპირისპირებამ ბევრს სიამოვნება მიანიჭა.

როგორც მოგეხსენებათ, “ბარსამ” შარშან ამ სტადიონზე, ანგარიშით 2–4 გაიმარჯვა. ამ მატჩში ლეო მესიმ 3 გოლის გატანა შეძლო. დღევანდელ მატჩში კი მხოლოდ 2–ის, მაგრამ რაც მთავარია, “ბარსამ” გაიმარჯვა. მეორე ტაიმი “სარაგოსამ” 10 კაციანი შემადგენლობით დაიწყო. 47–ე წუთზე მატჩის არბირტრმა მოედნიდან პონსიო გააძევა, მაგრამ ამისდა მიუხედავად “სარაგოსას” ფარ–ხმალი არ დაუყრია და მათ “ბარსას” ახალდაბრუნებული მეკარისთვის, ვიქტორ ვალდესისთვის პრობლემების შექმნაც მოახერხეს.

დღეს, პეპ გვარდიოლამ, სხვა მატჩებთან შედარებით გუნდი უფრო შემტევი ტაქტიკით ათამაშა. “ბარსა” მოედანზე 3 მცველით გამოვიდა. ვალდესს პუიოლი, პიკე და აბიდალი იცავდნენ. ფლანგები კი ანდრეს ინიესტასა და დანიელ ალვესს ქონდათ განაწილებული. გვარდიოლას შეგირდები შეტევებს, “სარაგოსას” ფეხბურთელების გვერდის ავლით ცდილობდნენ.

ახალი ტაქტიკა გუნდს მალევე მიავიწყდა. ჩავის არყოფნის გამო, ცენტრში ბურთს ბუსკეცი და კეიტა აკონტროლებდნენ. მათ წინ კი ლეო მესი იდგა, რომელმაც ჩავის ფუნქციები შეითავსა. არგენტინელს ეს ნამდვილად კარგად გამოუვიდა, რადგანაც მისი შესრულებით რამდენიმე ლამაზი პასის ხილვა შევძელით. “სარაგოსას” ფეხბურთელები კონტრ–შეტევების იმედად იყვნენ დარჩენილები. გოლის გატანის პირველი შანსი მათ, მეთვრამეტე წუთზე მიეცათ, მაგრამ ბრაულიოს დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს აცდა.

ახლა ჯერი “ბარსაზე” იყო. 34–ე წუთზე პედროს, ხოლო 37–ე წუთზე გოლის გატანის შანსი ბრაზილიელ დანიელ ალვესს ქონდათ, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ კი იყო გოლი. გოლი, რომელიც ვილიას ოსტატური პასის შემდეგ, მესიმ გაიტანა. შესვენებაზე გუნდები ერთ ბურთიანი სხვაობით გავიდნენ…

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც პონსიომ წითელი ბარათს აღება შეძლო. იგი დანი ალვესზე დაჯარიმდა, რაც ალფონსო მურუბეს არ გამოპარვია. სარაგოსელები მატჩის “გაფუჭებას” ცდილობდნენ. კატალონიელების ყოველ წამოწყებულ შეტევას ისინი თამაშის წესების დარღვევით პასუხობდნენ, მაგრამ ამ გეგმამ არ გაამართლა. ისინი “ბარსას” ფეხბურთელების წინააღმდეგ უძლურნი აღმოჩნდნენ. მატჩში წერტილი ლეო მესიმ, 66–ე წუთზე დასვა, როდესაც მან დუბლის შესრულება შეძლო.

ბოლო 25 წუთი დავიდ ვილიას დაეთმო. იგი ბოლომდე გაიხსნა, მაგრამ გოლის გატანა ვერა და ვერ შეძლო. 86–ე წუთზე ალბათ მას გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი სარაგოსელთა კარის ბადეში არ გაეხვა.

“ბარსამ” შეძლო და სეზონის სტარტზე, ზედიზედ ოთხ გასვლით მატჩში გამარჯვება მოიპოვა. ეს კი “ბარსასთვის” საუკეთესო შედეგია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში