დღეს, პეპ გვარდიოლამ პრეს–კონფერენცია გამართა. მას თან ახლდა არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი, რომლის კომენტარებსაც ამ სიახლეში შემოგთავაზებთ…
ლეომ “ჩემპიონთა ლიგის” მომავალ მატჩზე ისაუბრა, რომელსაც “ბარსა” ხვალ, “ნოუ კამპზე” გამართავს. “ჩვენ ეჭვი არავიში გვეპარება. შეიძლება აქამდე საკუთარ მოედანზე ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, მაგრამ “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ ყველაფერი დალაგდა,” განაცხადა არგენტინელმა.
არგენტინელს ჯერა, რომ მატჩის ტემპი ამ შეხვედრაში ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი იქნება. “ბევრი მატჩის ჩატარება გვიან გვიწევს და შეიძლება ცოტა დაღლილებიც ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ყველანი კარგად ვართ და გვსურს, რომ მეტი და მეტი გოლი გავიტანოთ. სამწუხაროდ აქამდე ბევრ შანსს ხელიდან ვუშვებდით, რაც ალბათ იღბალზეცაა დამოკიდებული.”
მესის განცადებით დანიელების ასეთი თამაში ევროპელებისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს. “ეს იქნება ძალიან რთული მატჩი, როგორიც ყველა “ჩემპიონთა ლიგის” მატჩია. უკვე 2 მატჩის გამართვა შევძელით და ცხრილს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ “კოპენგაგენს” 6 ქულა აქვს. ასე, რომ ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორ გუნდს ვეთამაშებით.”
ბოლო დროის განმავლობაში, “ბარსას” მოწინაამღდეგეები ძირითადად დაცვითი ტაქტიკით თამაშს არჩევენ, რაც ხვალინდელ მატჩშიცაა მოსალოდნელი. “გუნდები, “რუბინის” მსგავსად, ჩვენს წინაამღდეგ დაცვითი ტაქტიკით თამაშობენ. ასე, რომ ჩვენ ვეცდებით, რომ თავისუფალი ზონები რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ,” დაასრულა მესიმ.
