გუშინდელი ვარჯიში გაბრიელ მილიტომ დროზე ადრე დატოვა. ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთი გაეჭიმა. გამოჯანმრთელებას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.
მოგვიანებით ფეხბურთელს დამატებითი ტესტები ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ის მონაწილეობას ”ბარსელონას” ოთხ უახლოეს მატჩში ვერ მიიღებს. მილიტო გამოტოვებს ხვალინდელ საჩემპიონთალიგო მატჩს ”კოპენჰაგენის” წინააღმდეგ, პრიმერას შემდეგი ტურის გასვლით მატჩს ყოფილ გუნდთან, ”სარაგოსასთან”, სამეფო თასის მატჩს ”კეუტას” წინააღმდეგ და ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩს, ”სევილიას” წინააღმდეგ.

მილიტო 2 კვირას გამოტოვებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.