მესი და რონალდუ: 10 განსხვავება ამ სეზონში

მესი და რონალდუ: 10 განსხვავება ამ სეზონში

ერთი არგენტინელია, მეორე პორტუგალიელი. ლეო სიმაღლეში 1.70 მეტრია, კრიშტიანu 1.85. ერთმა მათგანმა მხოლოდ ერთ გუნდს მიუძღვნა თავი, მეორემ 3 კლუბი გამოიცვალა. ერთი “ბლაუგრანელია”, მეორე კი “მერენგე”. ეს არის მათ შორის 4 განსხვავება. ამ სეზონში ჩვენ  გვაქვს სხვა განსხვავებებიც. ახლა უკვე მესის 37 გოლი დაუგროვა, რონალდუს 36.

10 განსხვავება ამ სეზონში: 

1. ლა ლიგის გოლები 2015 წელს (მესი 11-3 კრიშტიანu): “ლევანტეს” წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ თრიქის შემდეგ მესის 11 გოლი დაუგროვდა შვიდ მატჩში, რონალდუს 3 გოლი რვა მატჩში საიდანაც.

2. ნაკლები უგოლო მატჩი 2015 წელს (6-2): მესიმ წელს მხოლოდ 1 თამაშში ვერ შეძლო გოლის გატანა, რონალდუმ 4-ში.

3. რონალდუმ მეტი პენალტი გაიტანა (3-8): “ლევანტესთან” მატჩში მესიმ ამ ეზონში მესამე  პენალტი გაიტანა, რონალდუს 8 გოლი აქვს პენალტიდან.

4. მესის უფრო მეტი ასისტი აქვს (13-10): ლეო მის კონკურენტს ამ სეზონში საგოლე პასებშიც უსწრებს.

5. მესი ფორმაშია, კრიშტიანუ არა: რონალდუს თამაში მთლიანად ფიზიკაზეა გათვლილი, ეს მესისგან აბსოლიტურად განსხვავებული სტილია. ფაქტია, რონალდუმ ვერ შეინარჩუნა ის პიკი, რაც სეზონის დასაწყისში ჰქონდა. ამავდროულად კი მესი საუკეთესო ფორმაშია დღეს-დღეობით და გაჩერებას არ აპირებს.

6. მესი პროგრესირებს 2015 წელს, კრიშტიანო გაჩერდა: პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, 14 თამაშში 25 გოლი ძალიან მაგარია, თუმცა ოქროს ბურთის მოგების შემდეგ ის ვეღარ პროგრესირებს. ზამთრის შესვენებამდე მესის 15 გოლი ჰქონდა 16 თამაშში. მესი ფორმაში შედის. ლეო ლა ლიგის ვარსკვლავია და გადამწყვეტ მომენტში სათამაშო პიკს უახლოვდება.

7. როგორ მუშაობენ თანაგუნდელებთან: მესი, ნეიმარი და სუარესის ტრიო ასევე ათამაშდა ერთად, BBC კი არეულია.

8. ურთიერთობა მწვრთნელთან: რონალდუს ანჩელოტისთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს. თუმცა მესიზე ვერ ვიტყვით, რომ ახალ მწვრთნელს იდეალურად შეეწყო. ეს არ არის კარგი, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.

9. მოედანს გარეთ იმიჯი: ლეო ინარჩუნებს სათანადო იმიჯს ხალხში, რასაც ვერ ვიტყვით კრიშტიანუზე. ის უხეშია მოედანზე და ზოგჯერ აგდებულადაც ეკიდება ბევრ სათამაშო სიტუაციას. ამის მაგალითია მისი ბოლო წითელი ბარათი. ასევე უსიამოვნო იყო რონალდუს მხრიდან თავისი დაბადების დღის აღნიშვნა “ატლეტიკოსთა” 0-4 წაგებული მატჩის შემდეგ.

10.მესი სამუდამოდ ბარსელონაში, კრიშტიანუს მომავალი გაუგებარია: მესიმ მთელი კარიერა ერთ კლუბს მიუძღვნა, მესიც და კლუბიც არ განიხილავს ტრანსფერს, ეს გამორიცხულია. რონალდუს შემთხვევაში ყველაფერი ასე იდეალურად არაა. ფლორენტინო პერესი მას ადვილად შეელევა თუ ამის საჭიროება გახდება, მითუმეტეს ის ფორმის პიკში აღარ არის და უამრავი ჭორი იწერება. 

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა