“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ კომენტარი გააკეთა დღევანდელ მატჩზე, რომელშიც “ბარსელონა” “ვალენსიას” უმასპინძლებს. მან განაცხადა, რომ მისი გუნდი შევა “კამპ ნოუზე” და მხოლოდ და მხოლოდ მოგებისათვის იბრძოლებს.
“ჩვენ, მოედანზე გავალთ მხოლოდ მოსაგებად. ეს სიტყვები არ არის, ჰაერზე ნათქვამი. მე არ ვუღალატებ ჩემსა თავს და იდეოლოგიებს. მე ვთქვი, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება “ბარსელონას” წინააღმდეგ, რომელიც დღეს გაიმართება.” – ციტირებს ემერის სიტყვებს “MARCA”.
იმ მოსაზრების შემდეგ, რომ “ვალენსიას” ჯერ არ უთამაშია არც ერთ გრანდთან, ემერიმ განაცხადა: “მე ყოველთვის ვმუშაობ იმისათვის, რომ გუნდა მოიპოვოს გამარჯვება, ჩემთვის არც ერთი თამაში არ არის პირადი გამოწვევა, ჩვენ გვინდა, რომ გავაუმჯობესოთ თამაში ყველა ასპექტში და მოვიგოთ მატჩები, მათ შორის “კამპ ნოუზეც.”

ემერი:”ჩვენ მოგებისათვის ვიბრძოლებთ”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.