workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი:”ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ”

ბუსკეტსი:”ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ”

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, კომენტარი გააკეთა გუშინდელი თამაშის შესახებ, რომელშიც შოტლანდიამ, საკუთარ მოედანზე მსოფლიო ჩემპიონები მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. ბუსკეტსმა განაცხადა, რომ ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

“გუნდმა შეხვედრა კარგად ჩაატარა. ჩვენ გვქონდა თამაშში დიდი უპირატესობა და მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით.ამავე დროს, გვქონდა ცოტაოდენი შეცდომებიც, მაგრამ რაც მთავარია თამაში, ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ.”-განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა Goal.Com-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში