“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა გამოხატა თავისი აღტაცება ლეო მესის მიმართ და განაცხადა, რომ მესი საუკეთესოა პლანეტაზე.
“როდესაც ვამბობ, რომ მესი იმსახურებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს, არ ვცრუობ. ეს არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც არის უმაღლესი დონის. მინდა ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მინახავს ისეთი მოთამაშე, როგორიც მესია. პეპი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ მესი დომინირებს ყველა ასპექტში, ის არის სწრაფი, გაბედული და ძლიერი.
“ნამდვილად არ მგონია, რომ მივიღო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი მიზანია, რომ “ბარსელონასთან” ერთად მოვიგო “ჩემპიონთა ლიგა”, “ლა ლიგა” და ა.შ.” – განაცხადა ჩავიმ

ჩავი:ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესია”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.