გუშინდელ ამხანაგურ თამაშებში არგენტინაც და ესპანეთიც დამარცხდა (0-1). არგენტინის ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგელობაში ”ბარსას” ორი ფეხბურთელი მოხვდა. ხავიერ მასკერანომ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. რაც შეეხება მესის, ხერარდო მარტინომ ის მეორე ნახევრის დასაწყისში შეცვალა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა არგენტილელების დამარცხება მატჩის მიწურულს შესძლო (90+1).
ახლა კი რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს. არგენტინის მსგავსად, სასტარტო შემადგენლობაში ”ბარსას” ორი ფეხბურთელი მოხვდა: ხერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსი. მასპინძლებმა აქაც მარცხი იწვნიეს. მოქმედმა ჩემპიონებმა ტონი კროოსის გოლის წყალობით მოახერხეს მატჩში გამარჯვების მოპოვება.
გუშინდელ მატჩში ”ბარსას” კიდევ ორ ფეხბურთელს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ესენი იყვნენ: მარკ ბარტრა და პედრო როდრიგესი. დელ ბოსკემ პედრო მოედანზე თამაშის ბოლო წუთებზე შეიყვანა.