workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “გოლის აღნიშვნას არ ვაპირებ”

ვილია: “გოლის აღნიშვნას არ ვაპირებ”

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ “ბარსას” თავდამსხმელის, დავიდ ვილიას მცირე კომენტარს, რომელიც “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

სეზონის დასაწისში, “ბარსას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ მოახერხა და გოლი გაიტანა ხიხონის “სპორტინგის” კარში, მაგრამ მას გოლი არ აუღნიშნავს, რადგანაც “სპორტინგი” მისი პირველი კლუბია. “ბარსელონას” ოფიციალურ საიტთან საუბარში ვილიამ განაცხადა, რომ თუ იგი 16 ოქტომბერს, გოლის გატანას შეძლებს “ვალენსიას” კარში, მაშინ იგი გოლს არ აღნიშნავს. “მე გოლის გატანას შევეცდები”, თქვა მან. “მე ვარ პროფესიონალი და დავიცავ “ბარსას” ფერებს, მაგრამ გოლის გატანის შემთხვევაში ისევე იქნება, როგორც “სპოორტინგთან”. მე “ვალენსიასთან” ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და ვალენსიაში ხალხი მე დიდ პატივს მცემს. ასე, რომ გოლის აღვნიშვნას არ ვაპირებ.”

ვილიამ ასევე თავის განვლილ კარიერაზეც ისაუბრა. “ფეხი ხიხონის “სპორტინგში” ავიდგი, შემდეგი იყო “სარაგოსა”, მაგრამ კლუბი, რომელმაც ყველაფერი მომცა – “ვალენსიაა” “, თქვა “ელ გუახემ”. “ბოლო ხუთი წლის მანძილზე მქონდა ბედნიერება მომერგო ეროვნული ნაკრების ფორმა, მეთამაშა “ჩემპიონთა ლიგაზე” და ბევრ სხვა ტურნირზე. მე თასის აღება მხოლოდ ერთხელ შევძელი, მაგრამ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო წლები იყო. მადლობა მათ, მაგრამ ახლა მე “ბარსაში” ვარ.”

“ვალენსიამ” წელს, 3 ლიდერი დაკარგა: დავიდ სილვა, კარლოს მარჩენა და დავიდ ვილია, მაგრამ ჯერ–ჯერობით “ლა ლიგაში” ისინი პირველ ადგილზე, 16 ქულით იმყოფებიან. მათ ერთხელ ფრედ ითამაშეს, დანარჩენ მატჩებში კი გამარჯვება მოიპოვეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში