workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანმა, შესაძლოა, კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივოს

ბოიანმა, შესაძლოა, კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივოს

გუნდს აკლია გოლები. საბედისწერო შეცდომა შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ თავდამსხმელები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ.

ბოიანს ეს კარგად ესმის და შეცდომას თავის თავზე იღებს. ”მე არც ისე ცუდი მატჩი ჩავატარე, მაგრამ გოლი თუ ვერ გაიტანე ყველა ამტკიცებს, რომ ფორმაში არ ხარ… ყოველ შემთხვევაში მატჩის შემდეგ გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ გუნდს ვერ დავეხმარე გოლების გატანაში. იმედი მაქვს ადრე თუ გვიან გოლების გატანას დავიწყებთ და ყველაფერი გამოსწორდება” – განაცხადა თავდამსხმელმა.

მშრალი სერია
ბოიანი მშვიდადაა. მშრალი სერიის გამო ის არ ღელავს და იცის, რომ წინ გრძელი სეზონია. ”ყველა თავდამსხმელი გარკვეული ციკლით ცხოვრობს, რომელშიც უგოლო სერიაც შედის. ამიტომ არაა საჭირო გამეორება, რომ უკვე 3 თვეა გოლი არ გამიტანია. ჩემი მიზანია მატჩისთვის სათანადო ფორმაში ვიყო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო”.

მინდვრი საფარი არაფერ შუაშია
თავდამსხმელმა მიზეზის ძებნა არ დაიწყო. ”მართალია მინდვრის საფარი ცუდად გამოიყურება, მაგრამ ეს თავის სამართლებელი არგუმენტი არ არის. ჩვენ უნდა გავჩერდეთ, დავფიქრდეთ და გავაგრძელოთ წინ სვლა. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის”.

2015
ბოიანს კლუბთან კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდება, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა გეგმავს მასთან კონტრაქტის 2015 წლამდე გაგრძელებას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში