ამ პატარა სტატიაში შემოგთავაზებთ იმ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც მატჩის შემდგომ დაფიქსირდა…
► გუშინ, “ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში ნოლიტოს ფებიუტი შედგა, ხოლო ხეფრენმა სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა.
► ეს სეზონში იყო პირველი მატჩი, როდესაც “ბარსას” არცერთი ფეხბურთელი არ იქნა გაფრთხილებული.
► ალვეში და ბოიანი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სეზონის 10–ივე მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
► მაქსველისთვის “მალიორკასთან” მატჩი იყო მეორე, როდესაც მას თამაშის დაწყება და დამთავრება სათადარიგო სკამზე მოუწია. პირველი თამაში, როდესაც იგი პეპ გუარდიოლამ სკამზე დატოვა, იყო “ჩემპიონთა ლიგის” მატჩში, “პანათინაიკოსთან”. როგორც გუშინდელ, ისევე იმ შეხვედრაში მარცხენა ფლანგზე თამაში ერიკ აბიდალმა დაიწყო.
► ამ სეზონში, ტიაგომ “ნოუ კამპზე” თამაში პირველად გამართა. იგი წელს, “ბარსას” “ვისენტე კალდერონსა” და “სან მამესზე” დაეხმარა.
► წელს, გუნდისთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელებმა ზედიზედ ორჯერ, ფრედ, 1:1 ითამაშეს. როგორც მოგეხსენებათ წინა მატჩი “ბარსამ” სტუმრად ყაზანში, 1:1 დაასრულა.
