”ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების თავდამხმელმა, ლეო მესიმ თავისი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს, თუ რატომ ვერ თამაშობს ნაკრებში ისე, როგორც ამას ”ბარსელონაში” აკეთებს. ასევე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა დიეგო მარადონას ნაკრებში შესაძლო დაბრუნების შესახებ.
– რატომ არ ჰგავს არგენტინის ნაკრების მესი ”ბარსელონას” მესის?
– საქმე ისაა, რომ ”ბარსელონაში” მე ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ და ყველას კარგად ვიცნობ. არგენტინაში ყველაფერი რთულადაა. ყველანაირად ვეცდები სერხიო ბატისტას გუნდში ისევე ავთამაშდე, როგორც ამას ”ბარსელონაში” ვაკეთებ.
– დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებში სურს დაბრუნება. რას იტყვით ამის შესახებ?
– ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დიეგო მარადონას ნაკრებში დაბრუნება სურს. არც მე და არც რომელიმე ჩემი თანაკლუბელი მწვრთნელს არ ვნიშნავთ. ეს ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის და მისი პრეზიდენტის, ხულიო გრონდონას მოვალეობაა. მე ყველა მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ადრე დიეგოსთან მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა, ეხლა – სერხიო ბატისტასთან.
