ორშაბათს, ტიტო ვილანოვამ “ბარსელონას” ოფიციალურ საიტის ინტერვიუ მისცა, სადაც ლეო მესიზე ისაუბრა…
ტიტომ განაცხადა: “ლეოს ყოველთვის სურს თამაში და ვფიქრობ, რომ ტრავმას მალე მოიშიშუებს.” პეპ გუარდიოლას თანაშემწემ იცის, რომ მესი კარგადაა და ისიც კარგად მოეხსენება, რომ ლეო იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ იგი ამისთვის მზად იქნება, მაგრამ ტიტოს აზრით მისი თამაში შეიძლება ხანგრძლივი ტრავმის საწინდარი გახდეს.
ლეო არის იმ 19 ფეხბურთელს შორის, ვინც ორშაბათს ყაზანში გაფრინდა, მაგრამ მას ჯერ მედიკოსებისგან თამაშზე თანხმობა არ მიუღია. რუსეთში გაფრენამდე ლეომ გუნდთან ერთად ერთი ვარჯიში ჩაატარა, ვილანოვამ კი განაცხადა: “ჩვენ ვაკვირდებით ლეოს. მისთვის გამოჯანმრთელება ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ტრავმა შესაძლოა უფრო რთულიც ყოფილიყო, მაგრამ მესის გაუმართლა.” ვილანოვასთვის მესის მდგომარეობა რეზულტატზე მნიშვნელოვანია: “რეზულტატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ჯგუფის მხოლოდ მეორე მატჩია…”
