ბილბაოს ”ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი ხუაკინ, კაპაროსი ”ბარსელონასთან” დამარცხებით არ გაკვირვებულა. პირველ ტაიმში მოედნიდან ფერნანდო ამორებიეტა გააძევეს, რამაც ბასკების გამარჯვების შანსები მინიმუმამდე დაიყვანა.
ხუაკინ კაპაროსი: ”მინდა მივულოცო ჩემს გუნდს. მათ მაქსიმალური მონდომებით ითამაშეს. ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში 11 კაცითაც ძალიან რთულია. ამორებიეტას გაძევებამ ჩვენს თამაშს საბოლოოდ დაღი დაასვა. საჭიროა ვნახოთ გაძევების მომენტი. თუ იქ საწითელო ჯარიმა იყო, ამას უნდა შევეგუოთ, მაგრამ 40 000 ადამიანი როცა ანდრეს ინიესტას უსტვენს, ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს”.

კაპაროსი: ”თამაში ”ბარსას” წინააღმდეგ 11 კაცითაც რთულია”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.