workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიაზანცევი: ”გოლი ”ბარსელონას” კარში არ დამსიზმრებია”

რიაზანცევი: ”გოლი ”ბარსელონას” კარში არ დამსიზმრებია”

ყაზანის ”რუბინის” ნახევარმცველმა ალექსანდრ რიაზანცევმა თავისი აზრი დააფიქსირა მომავალი საჩემპიონთალიგო მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი ”ბარსელონას” შეხვდება. ”გოლი ”ბარსელონას” კარში არ დამსიზმრებია. მე უფრო კარგი სიზმრები მესიზმრება. ვფიქრობ ეხლანდელი მატჩები რადიკალურად განსხვავებული იქნება შარშანდელი მატჩებისგან. ჩვენ ძალიან შევიცვალეთ. ”ბარსელონაც” გადახალისდა. საინტერესო მატჩი იქნება. ჩემი სურვილია, რომ მესიმ ითამაშოს. ის კარგი ფეხბურთელია და სასიამოვნო იქნება მის წინააღმდეგ თამაში. როგორ ვემზადებით ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ? შეხედეთ რუსეთის ჩემპიონატის ცხრილს. ჩვენ სეზონის ისეთ ეტაპზე შევედით, სადაც ყველა ქულა უმნიშვნელოვანესია. ერთმა ქულამ შეიძლება გადაწყვიტოს ავიღებთ მესამე თუ მეორე ადგილს ან ჩვენდა სასიხარულოდ პირველს. ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის” – ფეხბურთელის სიტყვები Sovsport.ru_ს მოჰყავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში