აბიდალი ოჯახური პრობლემების გამო წინა შაბათს გაათავისუფლეს კლუბიდან. ის კლუბში გუშინ დაბრუნდა. 18:45 საათიდან 19:30 საათამდე ”ბარსელონას” ფრანგი მცველი ვარჯიშობდა ინდივიდუალური პროგრამით ფიზმომზადების მწვრთნელ ლორენცო ბუენავენტურასთან ერთად. მარცხენა მცველი ბარსელონაში პარასკევს დილით დაბრუნდა. ის 6 დღეს არ ვარჯიშობდა ბაბუის ავადმყოფიბის გამო, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
შაბათს ახალი ვარჯიში
აბიდალი ვერ მოხვდა ბილბაოს ”ატლეტიკის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში. გუშინდელი ვარჯიში განკუთვნილი იყო ოპტიმალური ფორმის აღდგენისთვის. დღეს ერიკი კვლავ ივარჯიშებს.
