არიან გუნდები, რომლებთანაც თამაში უფრო ადვილია. ბოიანისთვის კი ასეთი გუნდია ბილბაოს “ატლეტიკი”. “სან-მამესზე” ჩატარებული სადებიუტო თამაშის შემდეგ ის ნამდვილი ექსპერტი გახდა ბილბაოელთა კარის აღებაში, გაუტანა რა 7 შეხვედრაში 5 გოლი. ასეთია ახალგაზრდა კატალონიელის სტატისტიკა, ბასკების წინააღმდეგ.
“სან მამესი” და მე-100 შეხვედრა
კიდევ ერთხელ მინდა ავღვნიშნო, რომ ბოიანს საკმაოდ კარგად გამოდის “სან-მამესზე” თამაში. ბასკების წინააღმდეგ პირველსავე მარჩში მან გოლის გატანა მოახერხა, ხოლო გასულ სეზონში 75 წუთზე მესის ნაცვლად შევიდა მოედანზე და ჩაატარა რა თავისი მე-100 შეხვედრა “ბარსელონას” მაისურით.
თასის ფინალი
ალბათ ბოიანის მეხსიერებიდან არასდროს არ ამიშლება თამაში “მესტალიაზე”, ეს ესპანეთის თასის ფინალური მატჩი იყო. ბოიანმა ამ დღეს ნამდვილი შედევრი შექმნა.
სერია გრძელდება
ბოიანსა და “ატლეტიკს” შორის “იდილია” გაოცებას იწვევს. გასულ სეზონში მან ბასკებს კიდევ სამი გოლი გაუტანა. ერთი სუპერთასზე და ორი ესპანეთის პრიმერადივიზიონში. სწორედ ეს იყო მატჩი, რომელმაც ბოიანს მისცა საშუალება, რომ ჩემპიონატის ფინიშზე, 12 მატჩამდე გუნდის ძირითადი ფეხბურთელი გამხდარიყო.


